იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მანჩინის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინის წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისთვის. სპეციალისტმა მოულოდნელად გამოაცხადა გადადგომის შესახებ, თან ფედერაციის ხელმძღვანელობა მის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
ამის შემდეგ მანჩინი ოფიციალურად დაინიშნა საუდის არაბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, იტალიის ნაკრებში კი მის ნაცვლად „ნაპოლის“ ყოფილი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი დანიშნეს.
ახლა იტალიის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს მანჩინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას. როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ფედერაციას ყოფილი მწვრთნელისგან ზარალის ანაზღაურება სურს. ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ მანჩინის გადადგომაზე ოფიციალური თანხმობა არ გამოუცხადებიათ.