იტალიის ჩემპიონატში 15 წლის ფეხბურთელმა ითამაშა #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატში 15 წლის ფეხბურთელმა ითამაშა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში „ბოლონიამ“ შინ მიიღო „ჯენოა“ და 0:2 დამარცხდა.

„ჯენოამ“ ამ მოგებით შეინარჩუნა ადგილი სერია A-ში, მაგრამ შეხვედრაში უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო „ბოლონიას“ რიგებში მცველის ვისდომ ამეის დებიუტი. ის მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა რობერტო სორიანოს ნაცვლად.

15 წლისა და 274 დღის ამეი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.