იტალიის ჩემპიონატის XXXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის XXXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „ინტერი“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა იტალიის ჩემპიონი. ეს გუნდის ისტორიაში მე-19 სკუდეტოა.

* ანტონიო კონტე მწვრთნელის რანგში მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი. აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ხუთ მწვრთნელს ჰქონია – ჯოვანი ტრაპატონის (7), მასიმილიანო ალეგრის (6), ფაბიო კაპელოს (5), მარჩელო ლიპისა (5) და კარლო კარკანოს (4).

* კონტეს სამწვრთნელო კარიერაში სამი გუნდი მიუყვანია ჩემპიონობამდე – „იუვენტუსი“ (2011/12, 2012/13, 2013/14), „ჩელსი“ (2016/17) და „ინტერი“ (20120/21). ასევე კონტეს „ბარისთან“ ერთად აქვს მოგებული სერია B (2008/09).

* კონტე მხოლოდ მეორე სპეციალისტია. ვისაც სერია A-ში „ინტერთან“ და „იუვენტუსთან“ ერთად მოუგია. პირველი იყო ჯოვანი ტრაპატონი.

* კრიშტიანო რონალდომ „უდინეზესთან“ მატჩში ჯარიმიდან ერთხელ დაარტყა და ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. პორტუგალიელს „იუვენტუსში“ 70 ჯარიმა აქვს შესრულებული, 47-ჯერ (67 პროცენტი) ცოცხალ კედელს მოარტყა ბურთი და მხოლოდ ერთხელ გაიტანა – 2020 წლის ივლისში „ტორინოს“ კარში.

 

ვერონა-სპეცია                         1:1

გოლები: 1:0 სალსედო (46), 1:1 საპონარა (86)

 

კროტონე-ინტერი                   0:2

გოლები: 0:1 ერიქსენი (69), 0:2 ჰაკიმი (90+2)

მილანი-ბენევენტო                 2:0

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (6), 2:0 ერნანდესი (60)

 

ლაციო-ჯენოა                          4:3

გოლები: 1:0 ხოაკინ კორეა (30), 2:0 იმობილე (43), 2:1 მარუშიჩი (47-საკ. კარში), 3:1 ლუის ალბერტო (48), 4:1 ხოაკინ კორეა (56), 4:2 სკამაკა (80), 4:3 შომურადოვი (81)

 

ბოლონია-ფიორენტინა          3:3

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (21), 1:1 პალასიო (31), 1:2 ბონავენტურა (64), 2:2 პალასიო (71), 2:3 ვლაჰოვიჩი (74), 3:3 პალასიო (84)

 

ნაპოლი-კალიარი                   1:1

გოლები: 1:0 ოსიმენი (13), 1:1 ნანდესი (90+4)

 

სასუოლო-ატალანტა              1:1

გოლები: 0:1 გოსენსი (32), 1:1 ბერარდი (52)

 

უდინეზე-იუვენტუსი            1:2

გოლები: 1:0 მოლინა (10), 1:1 რონალდო (83-პენ), 1:2 რონალდო (90)

სამპდორია-რომა                     2:0

გოლები: 1:0 ადრიენ სილვა (45), 2:0 იანკტო (65)

 

ტორინო-პარმა                                 ორშაბათს

 

თ        მ         ფ        წ         ბ               ქ

  1. ინტერი                34       25        7         2         74:29       82
  2. ატალანტა           34       20        9         5         79:40       69
  3. იუვენტუსი        33       20        9         5         67:31       69
  4. მილანი                34       21        6         6         62:41       69
  5. ნაპოლი               34       21        4         9         74:38       67
  6. ლაციო                 33       20       4         9         60:49       64
  7. რომა                     34       16        7         11       58:53       55

 

ბომბარდირები

27 – რონალდო (იუვენტუსი)

21 – ლუკაკუ (ინტერი)

19 – სიმი (კროტონე)

19 – მურიელი (ატალანტა)

19 – იმობილე (ლაციო)

19 – ვლაჰოვიჩი (ფიორენტინა)