იტალიის ჩემპიონატიდან მხოლოდ კვარაცხელიაა - ხვიჩა ტოპ-ხუთი ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ-ხუთი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეული თერთმეტეული Whoscored-მა დაასახელა.
საფეხბურთი ანალიტკის ავტორიტეტულმა პორტალმა სიმბოლური გუნდი 4-4-2 სათამაშო სქემით დაასახელა, ქართველი შემტევი კი მარცხენა ფლანგზე დააყენა.
მეკარე: ლედესმა („კადისი“).
მცველები: ტრიპიერი („ნიუკასლი“), პავარი („ბაიერნი“), გიროტო („ნანტი“), გერეირო („დორტმუნდი“).
ნახევარმცველები: საკა („არსენალი“), დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), ბელინგემი („დორტმუნდი“) კვარაცხელია („ნაპოლი“).
თავდამსხმელები: მესი („პსჟ“), მბაპე („პსჟ“).
საინტერესოა, რომ გუნდში იტალიის ჩემპიონატიდან მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. არც ვიქტორ ოსიმენი, არც რაფაელ ლეაუ და არც ლაუტარო მარტინესი Whoscored-ის რჩეულებში არ არიან.