იტალიის ჩემპიონატიდან მხოლოდ კვარაცხელიაა – ხვიჩა ტოპ-ხუთი ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

00:26, 07.06.2023

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ-ხუთი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეული თერთმეტეული Whoscored-მა დაასახელა.

საფეხბურთი ანალიტკის ავტორიტეტულმა პორტალმა სიმბოლური გუნდი 4-4-2 სათამაშო სქემით დაასახელა, ქართველი შემტევი კი მარცხენა ფლანგზე დააყენა.

მეკარე: ლედესმა („კადისი“).

მცველები: ტრიპიერი („ნიუკასლი“), პავარი („ბაიერნი“), გიროტო („ნანტი“), გერეირო („დორტმუნდი“).

ნახევარმცველები: საკა („არსენალი“), დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), ბელინგემი („დორტმუნდი“) კვარაცხელია („ნაპოლი“).

თავდამსხმელები: მესი („პსჟ“), მბაპე („პსჟ“).

საინტერესოა, რომ გუნდში იტალიის ჩემპიონატიდან მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. არც ვიქტორ ოსიმენი, არც რაფაელ ლეაუ და არც ლაუტარო მარტინესი Whoscored-ის რჩეულებში არ არიან.

მსგავსი