იტალიის ჩემპიონატი - XV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატი - XV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* კრიშტიანო რონალდომ ამ სეზონში სერია A-ს ექვს მატჩში შეძლო მინიმუმ ორი გოლის გატანა. TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში ასეთი შედეგი მხოლოდ „ბაიერნის“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს.

* კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მე-15 სეზონში მოახერხა 20 და მეტი გოლის გატანა კლუბებისა და ნაკრების შემადგენლობაში.

* „მილანმა“ საწყის 15 ტურში პირველად მოაგროვა 37 ქულა.

* ჰაქან ჩალჰანოგლუმ 150-ე მატჩი ჩაატარა „მილანის“ შემადგენლობაში.

* ალეშანდრე პატოს (19 წლის და 19 დღის) შემდეგ, რაფაელ ლეაო „მილანის“ ყველაზე ახალგაზრდა (21 წლისა და 270 დღის) უცხოელი ფეხბურთელია, ვინც სერია A-ში 10 და მეტი გოლის გატანა მოახერხა.

* მიმდინარე სეზონში „რომამ“ სერია A-ს კლუბებს შორის ყველაზე მეტი (20) ქულა დააგროვა საშინაო შეხვედრებში.

* 2018 წლის მაისის შემდეგ პირველად, „ფიორენტინას“ ერთი დარტყმაც არ ჰქონია მატჩში.

* ლორენცო ინსინიე „ნაპოლის“ ყველა დროის ბომბარდირებს შორის კარეკას გაუთანაბრდა და 96 გოლით მე-8 პოზიციაზე.

 

 

ინტერი-კროტონე     6:2

0:1 ძანელატო (12), 1:1 მარტინესი (20), 2:1 მარონე (31-საკ. კარში), 2:2 გოლემიცი (36-პენ), 3:2 მარტინესი (57), 4:2 რ. ლუკაკუ (64), 5:2 მარტინესი (78), 6:2 ჰაკიმი (87)

 

რომა-სამპდორია      1:0

1:0 ჯეკო (72)

 

ატალანტა-სასუოლო          5:1

1:0 საპატა (11), 2:0 პესინა (45), 3:0 დ. საპატა (49), 4:0 გოსენსი (57), 5:0 მურიელი (68), 5:1 კირიკეში (75)

 

კალიარი-ნაპოლი     1:4

0:1 ზელინსკი (25), 1:1 ჟოაო პედრო (60), 1:2 ზელინსკი (62), 1:3 ლოსანო (74), 1:4 ლ. ინსინიე (86)

 

ჯენოა-ლაციო 1:1

0:1 იმობილე (15-პენ), 1:1 დესტრო (58)

 

პარმა-ტორინო         0:3

0:1 სინგო (8), 0:2 იცო (88), 0:3 გოიაკი (90+5)

 

სპეცია-ვერონა         0:1

0:1 ძაკანი (75)

 

ბენევენტო-მილანი  0:2

0:1 კესი (15), 0:2 ლეაო (49)

 

იუვენტუსი-უდინეზე          4:1

1:0 რონალდო (31), 2:0 კიეზა (49), 3:0 რონალდო (70), 3:1 ზეეგელაარი (90), 4:1 დიბალა (90+3)

 

ფიორენტინა-ბოლონია          0:0

 

  1. მილანი – 37 ქულა (15 მატჩი)
  2. ინტერი – 36 (15)
  3. რომა – 30 (15)
  4. ნაპოლი – 28 (14)
  5. იუვენტუსი – 27 (14)
  6. სასუოლო – 26 (15)
  7. ატალანტა – 25 (14)
  8. ვერონა – 23 (15)

 

ბომბარდირები

14 – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

12 – ლუკაკუ (ინტერი)

10 – იბრაჰიმოვიჩი (მილანი)

10 – იმობილე (ლაციო)

9 – ბელოტი (ტორინო)

9 – პედრო (კალიარი)

9 – მარტინესი (ინტერი)