იტალიის ჩემპიონატი - IV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
იტალიის ჩემპიონატი - IV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „მილანი” ზედიზედ 20 ოფიციალური მატჩია დაუმარცხებელია – 15 მოგება და ხუთი ფრე. ეს სერია გუნდმა გასული სეზონის რესტარტის შემდეგ დაიწყო. ბოლოს „მილანმა” მარტში წააგო – 1:2 შინ „ჯენოასთან”.

* „მილანს” სეზონის სტარტზე ოთხიდან ოთხი მოგება აქვს – პირველად 1995-96 წლების სეზონის შემდეგ, როცა გუნდს ფაბიო კაპელო ავარჯიშებდა. გარდა ამისა, მილანელები ზედიზედ 24 მატჩია უგოლოდ არ ტოვებენ მოედანს.

* რომელუ ლუკაკუს ბოლო ექვს ოფიციალურ მატჩში შვიდი გოლი აქვს.

* „იუვენტუსის” ძირითად შემადგენლობაში იყო ჯანლუიჯი ბუფონი. 42 წლის იტალიელი მეკარე პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც სერია A-ში 650 მატჩი დაუგროვდა.

* „იუვენტუსის” სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომლებიც ჯერ დაბადებულნიც არ ყოფილან, როცა ბუფონს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა.

* „ნაპოლიმ” სერია A-ში მე-1000 მატჩი მოიგო. ის მეშვიდე კლუბია ისტორიაში, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია.

* 2020 წელს ზლატან იბრაჰიმოვიჩი უშუალოდ მონაწილეობდა „მილანის” 17 გოლში – 12 თავად გაიტანა, 5-ჯერ ასისტენტი იყო. ეს არის რეკორდი ზოგადად „მილანის” ფეხბურთელისთვის.

* მიმდინარე სეზონში „ატალანტას” მონაწილეობით ჩატარებული მატჩების შედეგიანობა მატჩში საშუალოდ 5,8 გოლს აღწევს. ევროპის 5 წამყვან ლიგაში (TOP5) მხოლოდ “ბაიერნის” მატჩებში გადის უფრო მეტი გოლი – საშუალოდ 6,7 მატჩში.

 

შედეგები

ნაპოლი-ატალანტა       4:1

გოლები: 1:0 ლოსანო (23), 2:0 ლოსანო (27), 3:0 პოლიტანო (30), 4:0 ოსიმენი (43), 4:1 ლამერსი (69)

 

ინტერი-მილანი            1:2

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (12), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (16), 1:2 რ. ლუკაკუ (28)

 

სამპდორია-ლაციო       3:0

გოლები: 1:0 კვალიარელა (32), 2:0 აუჯელო (41), 3:0 დამსგაარდი (74)

 

კროტონე-იუვენტუსი  1:1

გოლები: 1:0 სიმი (12-პენ), 1:1 მორატა (21)

 

ბოლონია-სასუოლო     3:4

გოლები: 1:0 სორიანო (9), 1:1 ბერარდი (18), 2:1 სვანბერგი (39), 3:1 ორსოლინი (60), 3:2 ჯურიჩიჩი (64), 3:3 კაპუტო (70), 3:4 ტომიასუ (77-საკ. კარში)

 

სპეცია-ფიორენტინა     2:2

გოლები: 0:1 პეცელა (2), 0:2 ბირაგი (4), 1:2 ვერდე (39), 2:2 ფარიასი (75)

 

ტორინო-კალიარი         2:3

გოლები: 1:0 ბელოტი (4-პენ), 1:1 ჟოაო პედრო (12), 1:2 სიმეონე (19), 2:2 ბელოტი (49), 2:3 სიმეონე (73)

 

უდინეზე-პარმა 3:2

გოლები: 0:1 ერნანი (26), 1:1 სამირი (28), 2:1 იაკოპონი (52-საკ. კარში), 2:2 კარამო (70), 3:2 პუსეტო (88)

 

ვერონა-ჯენოა            ორშაბათს

 

გათამაშების ცხრილი

  1. მილანი – 12 ქულა
  2. სასუოლო – 10
  3. ატალანტა – 9
  4. ნაპოლი – 8
  5. იუვენტუსი – 8
  6. ინტერი – 7
  7. ვერონა – 6
  8. ბენევენტო – 6

 

ბომბარდირები

4 – გომესი (ატალანტა)

4 – იბრაჰიმოვიჩი (მილანი)

4 – ლოსანო (ნაპოლი)

4 – ლუკაკუ (ინტერი)

4 – კაპუტო (სასუოლო)

4 – ბელოტი (ტორინო)