იტალიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ საგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 400 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც ანკონისა და პეზარო-ურბინოს პროვინციების რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა.

სტიქიის გამო, მემარცხენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ რეგიონში საარჩევნო კამპანია შეაჩერა.