იტალიის ალპებში ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა
იტალიის ალპებში ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ალპებში ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 35 წლის ქალი და ორი ბავშვია დაღუპული. სამივე გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქე იყო, რომლებიც სამთო-სათხილამურო კურორტზე, 2 400 მეტრის სიმაღლეზე სრიალებდნენ.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 70 მაშველი და სამი შვეულმფრენი მონაწილეობდა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.