იტალიაში კორონა ვირუსის გამო ყველა სპორტული ღონისძიება ამ ეტაპზე 3 აპრილამდე გადადებულია. მათ შორისაა რაგბის ყველა ტურნირი, 6 ერის შეხვედრები, იტალიის კაცთა, 20 წლამდელთა და ქალთა ნაკრებების მატჩები.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ეს შეხვედრები. მანამდე კი იტალიელმა მორაგბეებმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც ყველა მათგანი ქვეყნის ჰიმნს მღერის და ასე ამხნევებენ კარანტინში მყოფ თანამემამულეებს.
„სპორტული ღონისძიებები გადაიდო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ და ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენს ჰიმნს ვმღერით“ – წერს იტალიის რაგბის კავშირი.