იტალიელი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით ორი ამერიკელი სტუდენტი დააკავეს
იტალიელი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით ორი ამერიკელი სტუდენტი დააკავეს

იტალიელი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით ორი ამერიკელი სტუდენტი დააკავეს. ორი ახალგაზრდა კარაბინიერებმა დღეს დილით ვატიკანში დააკავა.

მათ ბრალად 35 წლის პოლიციელის განზრახ მკვლელობა ედებათ. გამოძიების ინფორმაციით, კალიფორნიელი სტუდენტებმა პოლიციელი მაშინ დაჭრეს, როდესაც ის მათ დაკავებაც ცდილობდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამერიკელმა ახალგაზრდებმა ტურისტულ რაიონში ერთ-ერთი მოქალაქე გაძარცვეს, რასაც პოლიციელის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. დაკავების დროს ახალგაზრდებმა პოლიციელი დანით დაჭრეს.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ „მკვლელები სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იყვნენ“.

ცნობილი გახდა, რომ მოკლული პოლიციელი ორი თვის წინ დაქორწინდა და თაფლობის თვის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სამსახურში.