იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა – „ატალანტამ“ ზურიკო დავითაშვილის შესახებ სატრანსფერო ინფორმაცია მოითხოვა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე „ატალანტამ“ ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკება კონკრეტულ თემებზე დაიწყო, – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
„ბერგამოს „ატალანტამ“ „სენტ-ეტიენისგან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა“, – ამტკიცებს ნიკოლო სკირა.
დავითაშვილმა უკვე არაერთი წინადადება მიიღო – „მწვანეების“ ვარსკვლავის შესახებ ფრანგული გამოცემა Topmercato სტატიას აქვეყნებს:
„სეზონის დასაწყისი ახლოვდება, „სენტ-ეტიენმა“ კი ჯერ კიდევ ვერ გადაჭრა თავისი ვარსკვლავის, ზურიკო დავითაშვილის საკითხი. გასული სეზონის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელს რამდენიმე გუნდში იწვევენ, მათ შორის – „ატალანტაში“, თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“. „სენტ-ეტიენი“ ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სანაცვლოდ, მინიმუმ, 20 მილიონ ევროს მიიღებს. ქართველს კი გუნდში დარჩენა და დაბალ ლიგაში თამაში არ სურს“, – წერს Topmercato.