იტალიელი ჟურნალისტი - კვარაცხელია „ნაპოლის“ ლიდერებივით ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ შეტევას ვერ ამწვავებდა #1TVSPORT
Corriere del Mezzogiorno-ს ჟურნალისტმა და რადიოწამყვანმა, დონატო მარტუჩიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში „ბარსელონასთან“ „ნაპოლის“ დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.
„ნეაპოლელებმა დამსახურებულად წააგეს და არა მგონია, ამაში ეჭვი ვინმემ შეიტანოს. ორი მატჩის საერთო სტატისტიკაში ტექნიკური მაჩვენებლების სხვაობა „ბარსელონას“ სასარგებლოდ გამოჩნდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ერთი ეპიზოდი სერიოზულია. ოსიმენის წაქცევისთვის პენალტის არ დანიშვნა სერიოზულ კითხვებს აჩენს, რომ „ნაპოლის“ დასჯეს.
რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს – კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ცუდად გამოიყურებოდა, ისევე როგორც ფრენკ ანგისა და ვიქტორ ოსიმენი. განსხვავებულად შევაფასებდი კვარაცხელიას, მაგრამ შეტევებს ისიც საკმარის დონეზე ვერ ამწვავებდა, რაც ნამდვილად საწყენია.
გუნდმა დაცვის ფაზაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მესამე გაშვებული გოლის დროს კი „ნაპოლის“ დაცვამ მოყვარულების დონეზე ითამაშა“, – ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.