იტალიაში, ულტრამემარჯვენე პარტია Casapound-ის ოფისთან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა
იტალიაში, ულტრამემარჯვენე პარტია Casapound-ის ოფისთან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა

იტალიის ქალაქ ტრენტოში ულტრამემარჯვენე პარტია Casapound-ის ოფისთან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების ტალღამ შენობის შესასვლელი კარი დააზიანა და მინები ჩაამსხვრია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ოფისის კედლებთან წარწერებიც შენიშნეს – „ერთადერთი მართალი ხმა – ეს ანტიფაშიზმია-ყოველთვის“.

ეს პარტიის ოფისზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. უცხოური მედიის ინფორმაციით, პარტიაზე ოთხი წლის წინ ანალოგიური თავდასხმა განახორციელეს.