იტალიაში ტერორისტ ანის ამრისთან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს

11:15, 29.03.2018

იტალიელმა სამართალდამცველებმა ტერორისტ ანის ამრისთან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს.

აღნიშნული პირები წარმოშობით ტუნისელ ანის ამრის ეხმარებოდნენ, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა.

ერთ-ერთ დაკავებულს ანის ამრისთვის ყალბი დოკუმენტები უნდა დაემზადებინა და იტალიიდან მიმალვაში დახმარებოდა.

ბერლინში ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. თავდამსხმელი მოგვიანებით, მილანში სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

მსგავსი