იტალიაში შესაძლოა, ერთი თვით ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდოს
იტალიაში შესაძლოა, ერთი თვით ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდოს

იტალიის მთავრობა განიხილავს რადიკალური ზომების მიღებას კორონავირუსთან ბრძოლისთვის. ახალი ამბების სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, ქვეყანაში, შესაძლოა, ერთი თვით გაუქმდეს ყველა სპორტული ღონისძიება.

ელოდებიან, რომ იტალიის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტი შესაბამისი დადგენილებით უახლოეს დღეეში გამოვა.

ეს ნაბიჯი სავსებით ლოგიკური იქნება, რადგან, როგორც ირკვევა, იტალიაში 20 ოლქიდან 18-ში დაფიქსირებულია კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევა. 3 მარტის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 2263 ადამიანს უტოლდება, გარდაიცვალა 79 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 160. ათასი ადამიანი სახლის პირობებში იმყოფება იზოლაციაში, 1034 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 229 კი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.