იტალიაში სამთავრობო პარტია „ლიგა“ მოითხოვს, რომ რადიოში სიმღერების ნახევარი იტალიური იყოს
იტალიის სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტია „ლიგა“ მოითხოვს, რომ რადიოში სიმღერების ნახევარი მაინც, იტალიურ ენაზე იყოს. ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს დეპუტატმა ალესანდრო მორელიმ უკვე წარუდგინა. პროექტის მიხედვით, რადიოსადგურები ვალდებული იქნებიან საეთერო დროის მესამედი იტალიელ მომღერლებს დაუთმონ, რომელთა სიმღერებიც იტალიაშია ჩაწერილი. დამატებით საეთერო დროის 10% კი, უნდა ეთმობოდეს ახალბედა იტალიელ შემსრულებლებს.
მორელის თქმით, იტალიური მუსიკის პროპაგანდა ქვეყნის კულტურულ ინდუსტრიას დაეხმარება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
იტალიელმა დეპუტატმა კანონპროექტი პარლამენტში მას შემდეგ წარადგინა, რაც სან-რემოს ცნობილ ფესტივალზე მომღერალმა ალესანდრო მაჰმუდმა გაიმარჯვა. მომღერალი წარმოშობით იტალიელი არ არის და წელს იტალიას „ევროვიზიის“ კონკურსზეც წარადგენს. ამის გამო პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ უკმაყოფილება გამოთქვა.