იტალიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
იტალიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

იტალიის ჩრდილოეთით სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, ათი მძიმედაა დაშავებული.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერის”ცნობით, სარკინიგზო კატასტროფა მილანიდან 40 კილომეტრის დაშორებით, პიოლტელოსთან მოხდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.  მილანი-ვენეციის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთ დროებით დაკეტილია.

სარკინიგზო კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.