იტალიაში ქურდობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდეს
იტალიაში ქურდობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდეს

იტალიის ქალაქ მესინაში ქურდობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დანაშაულის ადგილზე დააკავა. გამოძიების ცნობით, მას ჰყავდა თანამზრახველი, რომელმაც მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა ნაძარცვი ნივთები ამოიღეს, მათ შორის იყო ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი.

მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 5000 ევროს შეადგენს.