იტალიაში ქურდობაში ბრალდებულ ქართველს ორი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს
იტალიაში ბინების ქურდობაში ბრალდებულ ქართველს ორი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ეჭვმიტანილი ბარის პროვინციის ქალაქ ბინტონოში მდებარე სახლში შეღწევას მაშინ ცდილობდა, როდესაც მეპატრონეები შვებულებას სხვა ქალაქში ატარებდნენ.
მედიის ცნობით, მძარცველი პოლიციამ მეზობლების სატელეფონო ზარის შემდეგ დააკავა. 29 წლის მამაკაცი გაქცევას შეეცადა. ის ჯერ სახლის მეხუთე სართულზე ავიდა, შემდეგ კი ლიფტით ცდილობდა სამართალდამცავებს დასხლტომოდა. პოლიციელებმა მისი დაპატიმრება მაინც შეძლეს.
ბრალდებულს თან აღმოაჩნდა ბინების საკეტის გატეხვისთვის საჭირო მოწყობილობა. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაკავებულმა პირმა ბარის პროვინციაში რამდენიმე ბინა გაქურდა.