იტალიაში კორონავირუსის 7 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 421 ინფიცირებული გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 7 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 421 ინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 421 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 111 747 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 7 767 შემთხვევა გამოვლინდა.

სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,69 მილიონი შემთხვევა.