იტალიაში კორონავირუსის 6 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 136 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 6 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 136 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 6 659 შემთხვევა გამოვლინდა, 136 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 124 063 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4 მილიონ 150 ათასზე მეტი შემთხვევა.

დატოვე კომენტარი