იტალიაში კორონავირუსის 3 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 140 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 3 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 140 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 455 შემთხვევა გამოვლინდა, 140 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 124 296 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ოთხი მილიონ 160 ათასზე მეტი შემთხვევა.

დატოვე კომენტარი