იტალიაში კორონავირუსის 25 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 373 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 25 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 373 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 373 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 101 184 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 25 673 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,15 მილიონი შემთხვევა.