იტალიაში კორონავირუსის 23 649 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 501 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 23 649 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 501 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 501 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 109 847 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 23 649 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,6 მილიონი შემთხვევა.