იტალიაში კორონავირუსის 18 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 414 პაციენტი
იტალიაში კორონავირუსის 18 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 414 პაციენტი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 414 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით სულ 77 291 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 18 020 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 220 ათასზე მეტი შემთხვევა.

იტალიის საავადმყოფოებში ამჟამად 23 291 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 587 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.