იტალიაში კორონავირუსის 16 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 360 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 16 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 360 პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 360 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 118 357 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 16 232 შემთხვევა გამოვლინდა.

სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,9 მილიონი შემთხვევა.