იტალიაში კორონავირუსის 13 708 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 627 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 13 708 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 627 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 112 374 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 13 708 შემთხვევა გამოვლინდა.

იტალიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,7 მილიონი შემთხვევა.