იტალიაში კორონავირუსის 12 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსის 12 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსის 12 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 421 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გარდიანის“ ცნობით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსს 88 279 ადამიანი ემსხვერპლა.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 2.5 მილიონს აჭარბებს. საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 20 ათასამდე პაციენტი. მათ შორის, 2 200-ზე მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.