იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 237 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 237 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 237 ადამიანი დაიღუპა, რაც 180-ით ნაკლებია გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 11 252 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 88 279 ადამიანი.