იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 785 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 785 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 785 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი” იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით სულ 56 361 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე ადგილზეა ბრიტანეთის შემდეგ.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 350 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 1,62 მილიონზე მეტი შემთხვევა.

იტალიაში საავადმყოფოებში ამჟამად 32 811 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 663 პაციენტი იმყოფება.