იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 258 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 258 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 258 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 122 236 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 807 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4,08 მილიონი შემთხვევა.