იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 251 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 251 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 251 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 95 486 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 931 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2 მილიონ 795 ათასზე მეტი შემთხვევა.

დატოვე კომენტარი