იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 627 შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 627 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 627 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 361 ინფიცირებული პაციენტი. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 2 276 შემთხვევაა გამოვლენილი. პანდემიამ 78 755 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ქვეყანა ევროპის კონტინენტზე მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.

იტალიაში ჰოსპიტალიზირებული პაციენტების პაციენტების რაოდენობა 23 427-ს შეადგენს. მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 2 615 ინფიცირებულია მოთავსებული.