იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 431 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 431 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 431 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით  სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

შედეგად, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 19 899-ს მიაღწია.

რაც შეეხება გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირების ახალ შემთხვევებს, „გარდიანის“ ცნობით, მათმა რიცხვმა 1984 შეადგინა. შედეგად, იტალიაში ინფიცირებულია სულ 102 253 ადამიანი. ვირუსისგან 35 000-მდე პაციენტი განიკურნა.