იტალიაში ფორთოხლის ზომის სეტყვა მოვიდა [ვიდეო]

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ძლიერი სეტყვა მოვიდა. როგორც იტალიური სააგენტო „ანსა“ წერს, ფორთოხლის ზომის სეტყვა აბრუცოს რეგიონის დასახლება პესკარაში მოვიდა. დაშავებულია 18 ადამიანი. მათ ძირითადად თავისა და სახის დაზიანებები აქვთ. ზოგიერთ მათგანს ნაკერების დადება დასჭირდა. მსხვილმა სეტყვამ ასევე დააზიანა ავტომობილები და სახლები.

ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ პესკარაში დაიტბორა საავადმყოფოს პირველი სართული, რის გამოც სამედიცინო დაწესებულება შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს. დაიტბორა ასევე საავადმყოფოს ავტოსადგომი, სადაც წყლის დონე 2 მეტრს აღწევს.