იტალიაში ენერგეტიკულ ობიექტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი

18:49, 09.12.2024

იტალიაში ენერგეტიკულ ობიექტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი.

როგორც „როიტერი“ წერს, მომხდარის შემდეგ კიდევ ოთხი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მედიის ცნობით, აფეთქება მოხდა ფლორენციის სიახლოვეს, კომპანია „ენის“ კუთვნილ ობიექტზე მდებარე საცავში.

ხანძარი ამ ობიექტზე უკვე ჩააქრეს, თუმცა, იტალიური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოქალაქეებს მოუწოდებენ, მომხდარის ადგილს არ მიუახლოვდნენ და სახლებში დარჩნენ.

ადგილზე იმყოფებიან გარემოს დაცვის სააგენტოს ექსპერტები, რომლებიც გარემოსთვის მიყენებულ შესაძლო ზიანს იკვლევენ.

მსგავსი