იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 17 938 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 484 ადამიანი
იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 17 938 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 484 ადამიანი

იტალიაში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 484 ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ მონაცემებით, ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ იტალიას აქვს, სადაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექციით საერთო ჯამში 64 520 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში „კოვიდ-19“ 17 938 ადამიანს დაუდასტურდა. „როიტერი“ წერს, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში, იტალიის ეპიდემიის მეორე ტალღის მწვერვალზე საავადმყოფოებში მიღება ყოველდღიურად დაახლოებით 1000-ით იზრდება, ხოლო ინტენსიური თერაპიის დატვირთვა დღეში 100-ით გაიზარდა.