იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 557 შემთხვევა გამოვლინდა

20:51, 04.06.2021

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 557 შემთხვევა გამოვლინდა, 73 ადამიანი გარდაიცვალა.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 126 415 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მერვე ადგილზეა.

იტალიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4 227 მილიონი შემთხვევა.

მსგავსი