იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 10 404 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 373 ინფიცირებული
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 10 404 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 373 ინფიცირებული

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 373 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 119 912 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 404 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,98 მილიონი შემთხვევა.