იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 396 შემთხვევა გამოვლინდა, 502 ინფიცირებული გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 396 შემთხვევა გამოვლინდა, 502 ინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 502 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 103 001 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 20 396 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,26 მილიონი შემთხვევა.