იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 659 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 659 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 659 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი” იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით სულ 73 029 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 68 681 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 67 ათასზე მეტი შემთხვევა.

იტალიის საავადმყოფოებში ამჟამად 23 662 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 549 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.