იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა

22:09, 14.06.2020

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსით 34 345 ადამიანი დაიღუპა. ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

21 თებერვლის შემდეგ, იტალიაში ვირუსი დაუდასტურდა 236 989 ადამიანს.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ვირუსის 339 შემთხვევა, რომელთაგან 244 ლომბარდიის რეგიონში აღრიცხეს.

ამჟამად, იტალიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 26 274-ს შეადგენს.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსზე ტესტი ორ მილიონ 847 ათასს ადამიანს ჩაუტარდა.

მსგავსი