იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა.

გუშინდელ დღესთან შედარებით, მონაცემები იკლებს.

კერძოდ, გუშინ იტალიაში ვირუსს 482 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, იკლებს ახალი დაინფიცირების შემთხვევებიც, ასევე გაცილებით ნაკლები ადამიანი საჭიროებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში კოვიდ19-ით 178 972 ადამიანია დაინფიცირებული, 23 660 ადამიანი კი გარდაიცვალა.