იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 352 ადამიანი დაინფიცირდა, 827 პაციენტი კი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 352 ადამიანი დაინფიცირდა, 827 პაციენტი კი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 827 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი” იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში სულ 53 677 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე ადგილზეა ბრიტანეთის შემდეგ.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 28 352 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 538 ათასზე მეტი შემთხვევა. ლომბარდიის რეგიონი იტალიაში ვირუსის გავრცელების მხრივ კვლავ ყველაზე დაზარალებულ ზონად რჩება. აღნიშნულ რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5 389 შემთხვევა გამოვლინდა.