იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 232 შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 232 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 853 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 28 მარტის შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი” იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში გარდაიცვალა სულ 51 306 ინფიცირებული. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე ადგილზეა ბრიტანეთის შემდეგ.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 23 232 შემთხვევა.

იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 455 ათასზე მეტი შემთხვევა.

ლომბარდიის რეგიონი იტალიაში ვირუსის გავრცელების მხრივ კვლავ ყველაზე დაზარალებულ ზონად რჩება.

აღნიშნულ რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4 886 შემთხვევა გამოვლინდა.