იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 765 შემთხვევა გამოვლინდა, 551 ინფიცირებული გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 765 შემთხვევა გამოვლინდა, 551 ინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 551 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 105 879 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 18 765 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,4 მილიონი შემთხვევა.