იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 422 ადამიანი
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 422 ადამიანი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 422 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 92 002 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 630 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2 მილიონ 655 ათასზე მეტი შემთხვევა.