იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 494 შემთხვევა გამოვლინდა, 603 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 494 შემთხვევა გამოვლინდა, 603 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 603 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 83 157 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 494 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2,4 მილიონი შემთხვევა.

ქვეყანაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 2 487 პაციენტი მკურნალობს.