იტალიაში ავტომობილის შეჯახების შედეგად ექვსი ტურისტი დაიღუპა
იტალიაში ავტომობილის შეჯახების შედეგად ექვსი ტურისტი დაიღუპა

იტალიაში ავტომობილი ტურისტების ჯგუფს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტი სამხრეთ ტიროლის ქალაქ ლუტაგოში, ავსტრიის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა. მომხდარის მიზეზად უბედური შემთხვევა სახელდება. მანქანის მძღოლი სიკვდილს გადაურჩა.